ვინ არ ელოდება პარასკევს მოუთმენლად? ეს ის დღეა, რომელიც სამუშაო კვირის დასასრულს გვამცნობს და თავისუფლებისა და გართობის მოლოდინს გვიჩენს. მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ არის პარასკევი ასეთი გამორჩეული? პრინციპში ყველაფერი ისედაც ვიცით, მაგრამ დღეს ხომ პარასკევია. უკეთესს რაც წაიკითხავთ.

პარასკევის მაგია

პარასკევისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, სავარაუდოდ, სამრეწველო რევოლუციის შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც დასავლურ კულტურებში ხუთდღიანი სამუშაო კვირა გახდა სტანდარტი. მანამდე, ბევრგან კვირაში ექვსი დღე მუშაობდნენ. წარმოიდგინეთ, რა შვება იყო, როდესაც უქმეებამდე მხოლოდ ერთი სამუშაო დღე რჩებოდა! სწორედ ამან აქცია პარასკევი ნანატრ დღედ, რომელიც დასვენებასა და საკუთარ თავზე ზრუნვას გვპირდებოდა.

რატომ ჰქვია პარასკევს პარასკევი?

როგორც გაირკვა, სახელი “პარასკევი” ქართულში, ისევე როგორც ბევრ სხვა ენაში, კავშირშია რელიგიასთან. ქართული სიტყვა “პარასკევი” ბერძნულიდან მომდინარეობს, “παρασκευή” (paraskevi), რაც “მზადებას” ან “მომზადების დღეს” ნიშნავს. ეს სახელი დაკავშირებულია დიდ პარასკევთან, რომელიც აღდგომის წინ მარხვისა და ლოცვისთვის მზადების დღეა ქრისტიანულ ტრადიციაში. ამ დღეს ქრისტიანები განსაკუთრებულად ემზადებიან ქრისტეს აღდგომის შესახვედრად.


პარასკევის ცრურწმენები და ანდაზები

როგორც ნებისმიერ გამორჩეულ დღეს, პარასკევსაც უკავშირდება სხვადასხვა ცრურწმენა და ანდაზა. მაგალითად, ბევრ კულტურაში „პარასკევი 13“ უიღბლო დღედ ითვლება. ეს ცრურწმენა, სავარაუდოდ, რამდენიმე ისტორიული მოვლენის ერთობლიობით ჩამოყალიბდა, მათ შორის ტამპლიერების რაინდების დაპატიმრებასთან, რომელიც პარასკევს, 13 ოქტომბერს მოხდა 1307 წელს. (საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობის ბრალდებით აწამეს.)

ქართულ ხალხურ მეტყველებაშიც ვხვდებით პარასკევს დაკავშირებულ სახალისო გამოთქმებს. მაგალითად, „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღსაო“ – შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქართული ენა ამ დღეს ხუმრობისთვის. ასეთი ანდაზები ხაზს უსვამს პარასკევის განსაკუთრებულ სტატუსს კვირის დღეებს შორის.


მაშ, რატომ არის პარასკევი საუკეთესო?

მიუხედავად ცრურწმენებისა, პარასკევი მაინც რჩება კვირის ყველაზე საყვარელ დღედ. ის შაბათ-კვირის დასაწყისია, როდესაც შეგვიძლია მოვადუნოთ სადავეები, გავაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს, ან უბრალოდ არაფერი ვაკეთოთ! პარასკევი გვპირდება დასვენებას, მეგობრებთან შეხვედრებს, ჰობისთვის დროის დათმობას და ოჯახთან ერთად ყოფნას.

ასე რომ, გილოცავთ პარასკევ დღეს! ისიამოვნეთ ამ დღის მაგიით და მოემზადეთ დაუვიწყარი შაბათ-კვირისთვის!

რას აპირებთ დღეს, პარასკევს?

აქვე, ჟუჟუნას ეს რეკლამა, რომელსაც ბოლო 15 წუთია ვღიღინებ