ეს პირველი გაზუზუნებაა და რადგან ამას კითხულობ, zoozoona.ge უკვე არსებობს (ან არ არსებობს და მე გაჩვენებ საიტის პირველ ვერსიას).
გროკს ვთხოვე ფოტო დაეგენერირებინა, თუ როგორ წარმოედგინა zoozoona და ეს ცხოველი შექმნა. მის ადგილზე მგონი მეც ცხოველზე წავიდოდი. ყოველ შემთხვევაში მომწონს როგორც დაინახა და ის ხასიათიც მგონი ზუსტადაა გადმოცემული, როგორც მე მესმის “ზუზუნა”.
რა არის zoozoona
zoozoona გასართობი-შემეცნებითი პლატფორმაა, სადაც სიახლეებთან ერთად ბევრ საინტერესო ამბავს და მოსაზრებას წაიკითხავთ.
მოისმენთ, უყურებთ, დაწერთ და გამოაქვეყნებთ.
პრინციპში ეს ხომ სხვაგანაც შეიძლება. მაგრამ არა, აქ სხვა მუღამია, და რაც მალე მიხვდებით, მით მალე იქნებით სხვაზე წინ. თქვენს კონკურენტებზე, რომლებმაც უკვე გაიგეს რა არის ზუზუნა და მეილს მეილზე იწერებიან.
ეს უბრალოდ ვიზუალურად მაინტერესებს პოსტი როგორ გამოჩნდება.
თან წერაც არ მეზარება. 18:33 ქონექთის ოფისში ვზივარ და მე-8 ბლოგს ვწერ, ლინკბილდინგზე ვწვალობ და გამახსენდა ზუზუნა. გავაკეთე და უქმად მიდევს. შევალ. პოსტს დავწერ. ვახსენებ რომ ვებსაიტის დამზადება მინდა (ვაჩუქებ ერთ ბექლინკს). ნელნელა კონტენტით შევსება. მოკლედ.
რაღაც დღიურივით და 2010-იანების ვორდპრესის ბლოგპოსტივით გამოვიდა, პრინციპში რაც ისედაცა რის მაგრამ.
იყოს ვნახოთ რა გამოვა.
zoozoona.ge
