ლეგენდარული ფრენჩაიზის, Grand Theft Auto-ს ახალი ნაწილი, Grand Theft Auto 6 წელს აღარ გამოვა. როგორც 2023 წელს Rockstar Games-მა დააანონსა, თამაში 2025 წელს უნდა გამოსულიყო. იყო რამოდენიმე მოსაზღება თარიღთან დაკავშირებით, თუმცა სავარაუდო პერიოდად ამ წლის შემოდგომა სახელდებოდა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, თარიღის შეცვლისთვის, Rockstar-მა ბოდიში მოიხადა. კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა, რათა თამაშის ხარისხი, გეიმერების მოლოდინებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოიყვანოს.“we need this extra time to deliver at the level of quality you expect and deserve” ნათქვამია განცხადებაში, რომლის სრული ტექსტის ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად GTA 6 PlayStation 5-ზე და Xbox Series X|S-ზე იქნება ხელმისაწვდომი, PC-ის პლატფორმაზე კი მოგვიანებით გამოჩნდება.
საინტერესოა ვიხილავთ თუ არა ახალ თრეილერს 2026 წლამდე. მანამდე კი შეგვიძლია აქამდე გამოსული, ერთადერთი თრეილერის ყურებით დავტკბეთ.
