პოდკასტი (ინგლ. podcast) — ციფრული მედიის ფორმა, რომელიც აუდიო თუ ვიდეო ეპიზოდებს მოიცავს. ტერმინი სიტყვების, iPod და broadcast-ის კომბინაციაა.
პოდკასტები, ძირითადად, ეპიზოდების სერიებისგან შედგება, რომლებსაც ერთი საერთო თემა ან იდეა აქვთ.
რატომ პოდკასტი?
პოდკასტი ის სივრცეა, სადაც შენი აზრი, გამოცდილება ან ჰობი შეიძლება სხვისი დღის საუკეთესო ნაწილი გახდეს – გზაში, ვარჯიშისას ან სამსახურში. და ამ ყველაფრის დასაწყებად არც ტელევიზია გჭირდება, არც სტუდია – მხოლოდ იდეა, ენთუზიაზმი და რამდენიმე მარტივი ინსტრუმენტი.
რა გჭირდება პოდკასტის დასაწყებად?
- მიკროფონი – შეგიძლიათ იყიდოთ USB მიკროფონი (მაგალითად, Blue Yeti, Samson Q2U), თუმცა საწყის ეტაპზე სმარტფონის მიკროფონიც საკმარისი იქნება.
- აუდიოჩამწერი პროგრამა – კომპიუტერზე Audacity (უფასოა), GarageBand (მაკისთვის) ან პირდაპირ Anchor-ის აპი. (https://creators.spotify.com – აქ პოდკასტის ჩასაწერად ყველა ინსტრუმენტი დაგხვდებათ)
- მოწესრიგებული ადგილი – ჩაწერისას ირგვლივ სიჩუმე და მაქსიმალურად ექოსგან დაცლილი ადგილი დაგჭირდებათ (ფარდა, ხალიჩა, ბალიშები და რბილი ზედაპირის მქონე ნივთები ახშობს ასეთ ხმაურს)
- სპოთიფაის ანგარიშის შექმნა – რეგისტრირდები, ატვირთავ ეპიზოდს, უთითებ სათაურს, აღწერას და უკვე ეთერში ხარ!
რა სიხშირით უნდა ჩაწერო?
დასაწყისისთვის უმჯობესია აირჩიო ერთი ეპიზოდი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. მთავარია, სტაბილური და მოლოდინის გამომწვევი იყოს.
შეგიძლია შექმნა მინი-სეზონებიც – მაგალითად:
10 ეპიზოდი ერთ თემაზე და შემდეგ მცირე შესვენება, რათა შენც განიტვირთო და მსმენელმაც მოისურვოს დაბრუნება.
რა მუღამი აქვს პოდკასტს?
- თავისუფლება – ლაპარაკობ, როგორც გინდა და რასაც გინდა. სარედაქციო ჩარევების გარეშე.
- განსხვავებული ენერგია – შენი ხმა, ემოციები, ხმის ინტონაცია – მსმენელთან უნიკალურ კავშირს გიყალიბებს.
- ერთგული აუდიტორია – ვინც ერთ ეპიზოდს მოუსმენს, ხშირად დაგიბრუნდება – არა უბრალოდ თემის, არამედ შენი პიროვნების გამო.
რა თემაზე უნდა გქონდეს პოდკასტი?
– რაც გულით გაინტერესებს: კინო, წიგნები, ფსიქოლოგია, ტექნოლოგიები, ბიზნესი, ადგილობრივი ამბები, მეგობრებთან დიალოგები – ყველა თემას თავისი მსმენელი ჰყავს.
და რაც მთავარია – ისე ისაუბრე , როგორც მეგობარს დაელაპარაკებოდი.
და ბოლოს
მთავარია, არ დაელოდო „სრულ მზადყოფნას“. ჩართე მიკროფონი, გახსენი გული და უბრალოდ დაიწყო.
პირველი ეპიზოდი ყოველთვის პატარა და კუსტარულია – მაგრამ შემდეგი უკვე ბევრად უკეთესი იქნება.
